იურიდიული კონსულტაცია
გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრზე
გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრზე
სხვადასხვა სამართლებრივი და იურიდიული დოკუმენტაციის დამუშავება და მომზადება
კლიენტის ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში
თუ გსურთ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, ამ მიზნით შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების პროგრამაში, რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა შესაბამისი საფასურის გადახდა. გადასახდელი სავარაუდო თანხის გამოსაანგარიშებლად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მითითებული ფორმულით.
დავით ომსარაშვილმა 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2014 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად იგი არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
დავით 2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სპეციალიზაციით. იგი არის მენტორი ადვოკატი. დავითი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა შრომის სამართლის სფეროში. არის შრომის სამართლის მკვლევარი და არაერთი სტატიის ავტორი.
დავით 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის წევრი, 2022 წლიდან კი არის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი.
დავით ომსარაშვილი არის საადვოკატო ფირმა Lawverse-ის მრჩეველი შრომის სამართლის საკითხებში. იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით. უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება შრომის სამართლის მიმართულებით. 2016 წლიდან წარმოადგენს სხვადასხვა პროფესიულ კავშირს, მათ შორის 2020 წლიდან არის “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების” გამგეობის წევრი და მთავარი იურისტი.
ნინო მღებრიშვილი ჩვენს გუნდში უმცროსი იურისტის პოზიციას იკავებს
მან 2022 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა.
ნინო 2021 წელს იყო იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატი“-ს სტაჟიორი .
2022 წელს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამართალწარმოების დეპარტამენტის სტაჟიორი;
2022 – 2024 წლებში ნინო იყო სს „კრედო ბანკი“-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურისტი;
2024-2025 წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ევროკრედიტი“-ს სამართალწარმოების დეპარტამენტის იურისტი.
ის 2024 წლიდან-დღემდე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაცია ( PDPO ASSOSIATION) – იურიდიული კომიტეტის წევრი.
კახა ვახტანგიშვილი Lawverse-ის უფროსი იურისტია და საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით ახორციელებს.
მან 2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. ამავე წელსვე ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.
კახამ სახელმწიფო სტაჟირების ფარგლებში 2016 წლიდან დაიწყო სტაჟირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საქალაქო სამსახურში და 2017 წლიდან დასაქმდა ამავე სამსახურის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილებაში.
2019-2023 წლებში იგი გახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების იურისტი, რა დროსაც აქტიურად ახორციელებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
2023 წლიდან არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
კახას პროფესიული საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მიწის სამართალი და ქალაქმშენებლობითი პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონირების დადგენისა და ცვლილების საკითხები, ასევე ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის იურიდიული ანალიზი და შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელება.
მიხეილ მემარნიშვილი ჩვენთან იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებს. გამოცდილება, სიზუსტე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა — სწორედ ისაა, რაც Lawverse-ს კიდევ უფრო აძლიერებს.
მიხეილ მემარნიშვილმა 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ხოლო, 2017 წელს დაამთავრა გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი და მიენიჭა კერძო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი.
2013 წელს გაიარა სტაჟირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილებაში. ასევე, 2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოში (ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა კოლეგია). მიხეილი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე. იგი კარგად იცნობს სამართალწარმოების სპეციფიკას, სასამართლო პრაქტიკას და პროცესუალურ მიდგომებს.
2022 წელს საქართველოს უსაფრთხოების აკადემიაში კითხულობდა ლექციებს, შრომის სამართლის მიმართულებით, როგორც შესაბამისი სფეროს სპეციალისტი. 2015-2025 წლებში ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სემინარებს.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს ადვოკატთა ადაპტაციის კურსი და საადვოკატო საქმიანობას განაგრძობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ანა მეტრეველი ჩვენს გუნდში უმცროსი იურისტის პოზიციას იკავებს
მან 2024 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა.
2024 წელს მუშაობდა თიბისი ლიზინგში AML-Compliance სტაჟიორად.
2025 წელს ანამ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციის მიმართულებით.
თამარ გოგიაშვილი საადვოკატო ფირმა Lawverse-ის ადვოკატი და დირექტორია
მან 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2015 წელს ამავე უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა კერძო(სამოქალაქო) სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2015–2024 წლებში თამარი საქმიანობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში იურისტის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებელი იყო მუნიციპალიტეტის იურიდიული საკითხების სამართლებრივ ანალიზსა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.
ამავე პერიოდში, 2021–2024 წლებში, მონაწილეობდა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის აპარატის საქმიანობაში; ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების საკითხების განხილვის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.
2023 წლიდან თამარ გოგიაშვილი არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
2023 წლიდან ის არის მოქმედი მედიატორი და ირიცხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორთა სიაში.
თამარი უზრუნველყოფს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. იგი სპეციალიზებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ირაკლი გიორგაშვილი ჩვენს გუნდში იკავებს უფროსი არქიტექტორის პოზიციას.
მან 2020 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2022 წელს ამავე უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამა („ფერი და განათება არქიტექტურაში“ მიმართულებით), რის შემდეგაც მიენიჭა არქიტექტურის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2020 წლიდან ირაკლი აქტიურად საქმიანობს არქიტექტურის სფეროში. მას შემუშავებული აქვს 100-ზე მეტი არქიტექტურული პროექტი, რომლებიც მოიცავს როგორც ინდივიდუალური, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებს და კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობებს.
ირაკლი ჩართულია როგორც არქიტექტურული პროექტების შექმნისა და დამუშავების, ასევე მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში.
გიორგი ჭიჭინაძე კომპანიის მმართველი პარტნიორი და დირექტორია. Lawverse-ის გუნდში უზრუნველყოფს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მან 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2014 წელს ამავე უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია.
გიორგი ჭიჭინაძე სამართლის სფეროში მრავალი წლის პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტია. საქმიანობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, რაც უზრუნველყოფს მის მრავალმხრივ ხედვასა და პროფესიონალიზმს.
საჯარო სექტორში გიორგის საქმიანობა დაკავშირებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურსა და არქიტექტურის სამსახურთან, სადაც მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა საჯარო სამართლის, სამშენებლო სამართლის და ურბანული დაგეგმარების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით.
2019 წლიდან გიორგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2025 წლიდან იგი არის მენტორი ადვოკატი. მას აქვს ღირებული პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო და საინვესტიციო პროექტების იურიდიული მხარდაჭერის, ასევე სამშენებლო დავებთან მუშაობის მიმართულებით.
ქეთევან როინიშვილი ჩვენს გუნდში იკავებს არქიტექტორის პოზიციას
ის არის კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი.
2024 წელს ქეთევანი მუშაობდა საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში „innosystems“ არქიტექტორის პოზიციაზე, ასევე გაიარა სტაჟირებები სხვადასხვა საპროექტო კომპანიებში, სადაც მონაწილეობდა საცხოვრებელი და კომერციული ტიპის პროექტებში.
2024 წლიდან მუშაობდა კომპანია “Architecton”-ში არქიტექტორის პოზიციაზე, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა საპროექტო პროცესებში, მათ შორის კონცეპტუალური და სამუშაო პროექტების შემუშავებაში.
ქეთევანის საქმიანობა მოიცავს არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავებას, პროექტების დაგეგმვასა და ვიზუალიზაციას. ასევე ახორციელებს პროექტისა და სამშენებლო ნებართვების შეთანხმებას სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და სხვა შესაბამის უწყებებთან.
ის ფლობს არქიტექტურისა და დიზაინის პროგრამების სრულ სპექტრს, მათ შორის: AutoCAD, Revit, SketchUp, ArchiCAD, Lumion, Twvinmotion, Photoshop და Illustrator.